Tuesday, 7 May 2019

მე-13 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა აღწერეს სივრცული ფიგურები, რომლებსაც პრიზმა ეწოდებათ და ფუძეების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. (სამკუთხა პრიზმა, ოთხკუთხა პრიზმა, ხუთკუთხა პრიზმა, ექვსკუთხა პრიზმა, მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი).
დაასახელეს პრიზმის ფორმის პირამიდები, აგრეთვე საგნები, რომლებსაც პირამიდის ფორმა აქვს; ქაღალდისაგან შეასრულეს საცხოვრებელი კორპუსის მოდელი.
ძველო ეგვიპტეში ფარაონთა განსასვენებლად აგებული გრანდიოზული აკლდამები პირამიდის ფორმისა იყო.














Tuesday, 30 April 2019

მე-12 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ივარჯიშეს მათემატიკური თამაში _
,,არ იყოფა 5-ზე”
  კლასი ორ გუნდად გაიყო, თამაშს იწყებს ერთ-ერთი გუნდის წევრი, რომელიც დაფაზე წერს რაიმე ნატურალურ რიცხვს 2-დან, 10-მდე. მაგ, 3-ს, მე-2 გუნდის წევრი ამ რიცხვს მიაწერს ისეთ რიცხვს, რომ დაწერილი რიცხვების სხვაობა არ გაიყოს 5-ზე.შემდეგ კვლავ პირველი გუნდის წევრი მიაწერს ისეთ რიცხვს, რომ მის მიერ მიწერილი რიცხვისა და დაფაზე ადრე დაწერილი რიცხვებიანად ნებისმიერის სხვაომა არ გაიყოს 5-ზე და ა.შ. თამაში გაგრძელდა მანამ, სანამ რომელიმე მოსწავლე ვერ შეძლებს ისეთი რიცხვის მიწერას _მისი გუნდი წაგებულად გამოცხადდა




Tuesday, 23 April 2019

მე-11 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაადგინეს: შესაბამისობა მოსწავლეებსა და მორიგეობის დღეებს შირის და წარმოადგინეს ცხრილის სახით


მოსწავლეები კვირის დღეები
სიბელი
ალიმი
აისუნი
თამაზი
ომარი
ორშაბათი
+




სამშაბათი


+


ოთხშაბათი

+



ხუთშაბათი



+

პარასევი




+



Wednesday, 17 April 2019

მე-10 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ითამაშეს სკოლის ეზოში: ,,გამრავლების ცხრილი არ მეშლება”
თამაშის წესი: ორ გუნდად დაყოფილ მოსწავლეებს მინიჭებული აქვს ნომერი 1-დან--9-მდე. ორი გუნდი დგება ერთ ხაზზე. მასწავლებელი გუნდებს უჩვენებს ბარათზე დაწერილ ორი რიცხვის ნამრავლს. თითოეული გუნდიდან მასწავლებლისკენ უნდა გაიქცეს გუნდიდან ყველა ის მოსწავლე, რომელთა ნომრებით წარმოდგენილ რიცხვზე იყოფა ბარათზე გამოსახული რიცხვი.
         * ქულები დაირიცხება ყოველი სწორი შერჩევისა და სისწრაფის მიხედვით (2;1 ან 0 ქულა).
         * გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვილი ქულების მიხედვით.








Tuesday, 2 April 2019

მე-9 შეხვედრა

 გაყოფა-გამრავლების შებრუნებული მოქმედება
დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეასრულეს მაგალითები გაყოფაზე,  ჯგუფებში ამოხსნეს ამოცანები, სადაც პასუხისათვის შერასრულეს გაყოფის მოქმედება; (მაგ.: სასადილოში შესული 17 მამაკაცი და 15 ქალბატონი მაგიდებს მიუსხდნენ, ყოველ მაგიდას--4 ადამიანი. რამდენი მაგიდა დაიკავეს მათ?; მოგზაურების ყოველდღიურ ულუფაში 8 ცალი კონსერვი იყო. რამდენ დღეს ეროფოდა მათ 72 კონსერვი?) და სხვა.



Tuesday, 26 March 2019

მე-8 შეხვედრა

რიცხვების გამრავლება (ტაბულა)

მოსწავლეემა ჯგუფებში განამტკიცეს გამრაველბის ტაბულა. შეამოწმეს ერთმანეთის ცოდნა და შეაფასეს.


Tuesday, 19 March 2019

მე-7 შეხვედრა

დღეს მოსწავლეებმა ივარჯიშეს - მრავალნიშნა რიცხვების გამოკლების განმტკიცებაზე;